Fuel Treatment
დანამატების ძლიერი ნაზავი, რომელიც არ შეიცავს გამხსნელებს. ზრდის სიმძლავრეს, ამცირებს წვასა და გამონაბოლქვს საწვავის სრულად დაწვის გზით.
Lucas Fuel Treatment შექმნილია როგორც ბენზინისა და დიზელის ძრავებისთვის, ყველა სახის საწვავის შეფრქვევის სისტემისთვის. დანამატების ნაზავი ეფექტურად აშორებს ნადებს, რაც საშუალებას აძლევს ძრავს იმუშაოს მაქსიმალური ეფექტურობით. ასუფთავებს და პოხავს საწვავის შეფრქვევის სისტემებს. Lucas Fuel Treatment გამოიყენება ავტომანქანებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ტყვიის შემცველი საწვავი, ვინაიდან ის ცვლის ტყვიის შემცველობას მავნე გამონაბოლქვის გარეშე. გამოიყენება გამონაბოლქვის ტესტის გასავლელად. სრულად ანეიტრალებს გოგირდის დაბალი შემცველობის დიზელის საწვავის მავნე ზემოქმედებას.
უპირატესობები
- მოსახერხებელი შეფუთვა
- ასუფთავებს და პოხავს საწვავის სისტემას
- ანეიტრალებს გოგირდის დაბალი შემცველობის საწვავის მიერ გამოწვეულ პრობლემებს
- ზრდის სიმძლავრეს, ამცირებს წვასა და გამონაბოლქვს საწვავის სრულად დაწვის გზით
- ახანგრძლივებს ტუმბოების და ინჟექტორების სიცოცხლეს
Diesel Deep Clean – DPF Cleaner
Pure Synthetic Oil Stabilizer
გამოიყენება ძრავებში, რომლებიც საჭიროებენ სინთეზურ ზეთს ან ნებისმიერ მოწყობილობაში, რომელიც მუშაობს მაღალი დატვირთვით. ასევე გამოიყენება ახალ და მეორად მძიმე ტექნიკასა (Heavy Duty) და სპორტულ (High Performance) ტრანსმისიებში, გადაცემათა კოლოფებისა და ძრავების დასაცავად. აბალანსებს სითბოს და ცვეთას მოტოციკლებში, ჰაერით გაგრილებად ძრავებსა და ყველა ამძრავ კომპონენტში. ხახუნის შემცირებით ზრდის სიმძლავრეს და ამცირებს საწვავის მოხმარებას.
უპირატესობები
- ზრდის ზეთის ექსპლუატაციის ვადას მინიმუმ 50%-ით
- ამცირებს ზეთის წვას
- აქრობს ძრავის მშრალად დაქოქვის რისკს
- ზრდის ზეთის წნევას
- ზრდის სიმძლავრეს და ამცირებს საწვავის მოხმარებას
Deep Clean – A Real Fuel System Cleaner
Lucas Deep Clean არის დანამატების ექსკლუზიური ნაკრები, რომელიც არ შეიცავს დიზელს, ნავთს ან სხვა ძრავისთვის მავნე ნივთიერებებს. ამცირებს აზოტის ოქსიდების (NOx) გამოყოფას, გამორიცხავს მაღალი ოქტანის საწვავის საჭიროებას და ასუფთავებს საწვავის მთელ სისტემასა და წვის კამერას.
უპირატესობები
- მნიშვნელოვნად ამცირებს NOx-ის გამოყოფას
- შლის ნახშირბადის ნადებს
- მთლიანად აქრობს კაკუნის ხმას
- ზრდის სიმზლავრეს და ამცირებს წვას
- 155 მლ ბოთლი - ჩაასხით მთელი ბოთლი საწვავის ავზში და შეავსეთ ნებისმიერი ხარისხის ბენზინით, 55 ლიტრამდე. რეკომენდირებულია 5-6 ათას კილომეტრში ერთხელ
- 473 მლ ბოთლი - ჩაასხით მთელი ბოთლი საწვავის ავზში და შეავსეთ ნებისმიერი ხარისხის ბენზინით, 110 ლიტრამდე. რეკომენდირებულია 5-6 ათას კილომეტრში ერთხელ
Complete Engine Treatment
Lucas Complete Engine Treatment უნიკალური ფორმულა, ასუფთავებს და პოხავს თქვენს მანქანაში არსებულ სისტემებს. შლის ნალექებს, იცავს კოროზიისგან და ეხმარება საწვავის სრულად დაწვაში, რაც ხელს უწყობს გამონაბოლქვის შემცირებას. ამცირებს საწვავის მოხმარებას და ზრდის სიმძლავრეს. ზეთში დამატებისას, Lucas Complete Engine Treatment ასუფთავებს თქვენს ძრავს, ქმნის სიცხისა და ხახუნისგან დამცავ ფენას , აუმჯობესებს ზეთის ნაკადს ცივ ამინდში და ახანგრძლივებს ზეთის ვარგისიანობის ვადას. გამოიყენება ყველა ტიპის ძრავისა და ზეთისთვის.
ძირითადი უპირატესობები:
საწვავში დამატებისას:
ასუფთავებს და ატენიანებს საწვავის მთელ სისტემას ავზიდან ინჟექტორებამდე
აშორებს მავნე ნარჩენებს შემშვებ სარქველებსა და ცილინდრის თავებზე
პოხავს ცილინდრის ზედა კედლებს, ასევე კომპრესიისა და ზეთის რგოლებს.
შეიცავს სპეციალურ Lucas დანამატებს, აუმჯობესებს საწვავის წვას. ამცირებს გამონაბოლქვს და საწვავის მოხმარებას.
ანეიტრალებს ეთანოლის კოროზიულ ეფექტს საწვავში.
ძრავის ზეთში დამატებისას:
ასუფთავებს ძრავს, ამცირებს ჭუჭყს და ნადებს , განსაკუთრებით ეფექტურია ძეთის წვისკენ მიდრეკილი ძრავებისთვის.
ამცირებს ხახუნს და ცვეთას.
აუმჯობესებს ზეთის სიბლანტეს დაბალი ტემპერატურისას.
აუმჯობესებს ზეთის ხარისხს.
გამოყენების ინსტრუქცია
დაამატეთ ბენზინის ან დიზელის საწვავს - დაამატეთ დაახლოებით 30 მლ 3.7 ლიტრზე. 1 ბოთლი გამოიყენება 80 ლიტრზე. დაამატეთ პირდაპირ საწვავის ავზში.
დაამატეთ ორ ტაქტიან საწვავს - დაამატეთ 30მლ 3.7ლ წინასწარ შერეულ საწვავზე.
ძრავის ზეთში დამატების წესი - დაამატეთ 30 მლ 1 ლიტრ ძრავის ზეთზე.
Octane Booster
Lucas Octane Booster შემოწმებული და დადასტურებულია, რომ სამჯერ ეფექტურია სხვა მწარმოებლებთან შედარებით. უსაფრთხოა ტურბოებისთვის, ჟანგბადის სენსორებისთვის და კატალიზატორისთვის. აქრობს დეტონაციას და ამცირებს საწვავის მოხმარებას მაღალი შეკუმშვის ძრავებში.
უპირატესობები
- უსაფრთხოა ტურბოებისთვის, ჟანგბადის სენსორებისთვის და კატალიზატორისთვის
- დაშვებულია ყველა ტიპის შიგა წვის ძრავებში გამოსაყენებლად
- სამჯერ ეფექტურია სხვა მწარმოებლებთან შედარებით
- ხელს უწყობს სუფთა წვას, რაც ამცირებს გამონაბოლქვს
- 155 მლ ბოთლი - ჩაასხით მთელი ბოთლი ავზში და შეავსეთ ნებისმიერი კლასის ბენზინით. ერთი ბოთლი ზავდება 55 ლიტრამდე საწვავში.
- 443 მლ ბოთლი - ჩაასხით მთელი ბოთლი ავზში და შეავსეთ ნებისმიერი კლასის ბენზინით. ერთი ბოთლი ზავდება 95 ლიტრამდე საწვავში.
Transmission Fix
Lucas Transmission Fix ამცირებს დაყოვნებას და უხეშ გადართვებს გადაცემათა კოლოფში და მთლიანად გამორიცხავს თითქმის ყველა ტიპის ჩობალებიდან(სალნიკიდან) ჟონვას. გამოიყენება პრევენციული მოვლისთვის ნებისმიერ ტრანსმისიაში. ამცირებს წინაღობას გადართვისას მექანიკურ ტრანსმისიებში და ახანგრძლივებს გადაცემათა კოლოფის მუშაობის დროს.
უპირატესობები
- არ შეიცავს გამხსნელებს
- ამცირებს სამუშაო ტემპერატურას და აქაფებას
- შეიძლება დაემატოს არსებულ სითხეს არსებულის დაცლის გარეშე
Super Coolant
- Lucas Super Coolant შეიქმნა საავტომობილო და სარბოლო გაგრილების სისტემების დაცვისათვის. ის იცავს მთელ სისტემას ჟანგისგან, კოროზიისგან და ელექტროლიზისგან, ალუმინის ჩათვლით.ჩვენი უნიკალური ფორმულა ხელს უშლის დეპოზიტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადახურება და დადასტურებულია, რომ ამცირებს გაგრილების სითხის ტემპერატურას 7°C-მდე.ძრავის თავაკის დაბალი ტემპერატურა უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ აალებას და მეტ ცხენის ძალასგამოიყენება ავტომობილებში , რომლებიც საჭიროებენ გაყინვისგან დაცვას, დაამატეთ 1 ბოთლი 50/50 ნარევს. სარბოლო ავტომობილებისათვის დაამატეთ 2 ბოთლი პირდაპირ გაგრილების სითხეში ტემპერატურის მაქსიმალურად შესამცირებლად.
ერთი ბოთლი ზავდება 11-18 ლიტრამდე 50/50 წყლისა და ანტიფრიზის ნარევში. მხოლოდ წყალში, დაუმატეთ 2 ბოთლი. მსუბუქი, მსუბუქი სატვირთო და SUV-ებისთვის გამოიყენება ყოველ 45000 კმ-ზე. სარბოლო პირობებში გამოიყენეთ ყოველ რბოლაზე საჭიროებისამებრ.
გამოყენების ინსტრუქცია
გამორთეთ და გააგრილეთ ძრავი, შეანჯღრიეთ ბოთლი და ჩაასხით რადიატორში. დაქოქეთ ძრავი, ჩართეთ გამათბობელი და გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, რათა ცირკულაცია მოახდინოს მთელ გაგრილების სისტემაში. თუ გაგრილებისთვბის იყენებთ წყალს, რეკომენდირებულია ონკანის წყალი ან დარბილებული წყალი. არ გამოიყენოთ გამოხდილი წყალი, თუ არ არის შერეული 50% ანტიფრიზთან.
უპირატესობები
- ძრავის თავაკის დაბალი ტემპერატურა.
- გაუმჯობესებული აალების კუთხე და მეტი ცხენის ძალა
- ამცირებს სამუშაო ტემპერატურა 7°-მდე
- ხელს უშლის კოროზიას, ელექტროლიტებს და დეპოზიტებს, რომლებიც იწვევენ გაჟონვას, გადახურებას და გაგრილების სისტემის გაუმართაობას.
Gun Oil
გამოიყენება და რეკომენდირებულია ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი მწარმოებლების მიერ, Lucas Oil Hunting Gun Oil არის ეკოლოგიურად სუფთა საპოხი. შესანიშნავია შეზეთვისთვის ყველა სპორტულ იარაღებზე, გლუვლულიან იარაღებზე, ხრახნლულიან იარაღებზე და რევოლვერებზე. ზეთს არ აქვს სუნი, რაც მას იდეალურს ხდის სანადირო იარაღზე გამოსაყენებლად.
ხელს უშლის გაჭედვასა და გადახურებას, აღწევს ჟანგში და ათავისუფლებს იარაღის გაჭედილ ნაწილებს. პოლიმერული ფირი იცავს ჟანგისაგან, ცვეთისაგან და ტენიანობისგან, აადვილებს სპილენძის, ტყვიის და ჭუჭყის წმენდას. ანეიტრალებს თითის ანაბეჭდებისაგან დატოვებულ მჟავებს და არ შრება ხანგრძლივი შენახვისას.
უპირატესობები
- არ აქვს სუნი
- შესანიშნავია კომპოზიტურ მშვილდებზე გამოსაყენებლად
- შესანიშნავია ზოგადი დანიშნულების საყოფაცხოვრებო საპოხად
Assembly Lube
Lucas High Performance Assembly Lube განკუთვნილია მექანიკოსებისთვის და ტექნიკოსებისთვის, საკისრების, ლილვების, ამწეების და ძრავის ნაწილების წინასწარ შეზეთვისთვის. ნახევრად სინთეთიკური ფორმულა შეიცავს თუთიას, მოლიბდენის დისულფიდს და სხვა დანამატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მაქსიმალურ დაცვას ძრავის აწყობის დროს. არის მარტივი გამოსაყენებელი. Lucas High Performance Assamble Lube ხელს უშლის ზედაპირების ერთმანეთთან მიკვრას, ასევე იცავს ნაკაწრებისაგან.
უპირატესობები
- იდეალურია ძრავის მექანიკოსებისათვის
- გამოიყენეთ საკისრების, ლილვების, ამწეების და ძრავის ნაწილების წინასწარ შესაპოხად.
- აფერხებს არასასურველ ცვეთას ნაწილების მშრალ ზედაპირზე
- თავსებადია ყველა ზეთთან
- ხელს უშლის ზედაპირების ერთმანეთთან მიკვრას გრძელვადიანი შენახვის დროს
- შეიცავს თუთიას, მოლიბდენის დისულფიდს და სხვა დანამატებს
Diesel EGR & Turbo Cleaner
- აუმჯობესებს ჰაერის ნაკადის მიწოდებას წვის კამერაში, ხელს უწყობს ძრავის უკეთესად მუშაობას და ასტაბილურებს უქმ სვლას.
- აშორებს ნალექებს, აუმჯობესებს წვას ამცირებს გამონაბოლქვს.
- გამოსაყენებლად მარტივი, გამოყენების დრო 5-დან 10 წუთამდე.
- უსაფრთხოა ჟანგბადის სენსორებისათვის, კატალიზატორებისათვის, და დიზელის ნაწილაკების ფილტრებისათვის.
- გამოსაყენებლად კარგია ჰაერის შემშვებ კოლექტორში, ჰაერის შემშვებ სარქველებსა და ეგრ სარქველში.
Fuel Stabilizer
Lucas Fuel Stabilizer ხელს უშლის საწვავის დეგრადაციას შენახვის დროს. ასუფთავებს და პოხავს საწვავის ტუმბოებს, კარბურატორებს, საწვავის ინჟექტორებს და შეკუმშვის ბეჭდებს. Lucas Fuel Stabilizer უსაფრთხოა გამოსაყენებლად ყველა კლასის ბენზინში, ყველა ორ და ოთხ ტაქტიან ძრავში.
ძირითადი უპირატესობები
- ხელს უშლის საწვავის დაშლას
- უსაფრთხოა საწვავის შეფრქვევის სისტემისთვის და კარბურატორებისთვის
- არ შეიცავს ალკოჰოლს
- უსაფრთხოა ყველა საწვავის სისტემისთვის